ENG

ტენდერი სათაო ოფისში განთავსებული 4 ერთეული “DIAO” - ს ფირმის ლიფტის დატვირთვის კვლევაზე და განტვირთვისთვის შემოთავაზების მომზადებაზე.

დასახელება

ტენდერი სათაო ოფისში განთავსებული 4 ერთეული “DIAO” - ს ფირმის ლიფტის დატვირთვის კვლევაზე და განტვირთვისთვის შემოთავაზების მომზადებაზე.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა

20 თებერვალი, 2020

აღწერილობა

სს  „ლიბერთი  ბანკი “ აცხადებს  ტენდერს  სათაო ოფისში განთავსებული 4 ერთეული  “DIAO” - ს ფირმის ლიფტის დატვირთვის კვლევაზე და განტვირთვისთვის შემოთავაზების მომზადებაზე.
 
  • სართულების რაოდენობა -18;
  • ლიფტების რაოდენობა - 4;
  • მწარმოებელი კომპანია -  “DIAO” (ჩინეთი);
  • თანამშრომლების რაოდენობა- 1300-მდე;
  • ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74 ;
აუცილებელი მოთხოვნა:
კომპანია ვალდებულია შეისწავლოს შენობაში განთავსებული ლიფტების ტექნიკური შესაძლებლობები, დატვირთვა/მოხმარება და მოამზადოს განტვირთვისთვის პროექტი და აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის დეტალური ხარჯთაღრიცხვა.
 
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 20 თებერვალი 17:00 საათი. ადგილმდებარეობა: სს „ლიბერთი ბანკი“, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, ქ.თბილისი, 0162.
სატენდერო წინადადებები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მიუთითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“ (ტენდერი სს „ლიბერთი ბანკის“  სათაო ოფისში განთავსებული 4 ერთეული  “DIAO” - ს ფირმის ლიფტის დატვირთვის კვლევაზე და განტვირთვისთვის შემოთავაზების მომზადებაზე).
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. #74, მე-8 სართული, შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე  მობ:  595 90 12 00, ელ-ფოსტა:Shorena.tavadze@lb.ge; 
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონის 34-ე მუხლის  21  პუნქტის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, შემოთავაზება წარმოგვიდგინოთ მხოლოდ ლარით;
გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ხელშეკრულების დრაფტის  (დანართი N1) მიხედვით.
 
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი 
  • კომპანიის მიმოხილვა:
  • საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • ინფორმაცია დამფუძნებლ(ებ)ის და მფლობელ(ებ)ის შესახებ;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.